აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი სამმხრივ ტრანზიტზე შეთანხმდნენ – მედია

13-05-2022 20:45:18 კავკასია ,მსოფლიო

აზერბაიჯანსა და ირანს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სამ ოქმს მოეწერა ხელი,– იუწყება აზერბაჯანული მედია ირანულზე დაყრდნობით.

როგორც ირანის საბაჟოს მინისტრმა ალირზა მუღადასმა განაცხადა, ორი ქვეყნის საბაჟოების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, დაჩქარებას და კოორდინაციას ეკონომიკურ ოპერაციების, საბაჟო პროცედურებისა და ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით:

„ამ ოქმებში მიღწეულია შეთანხმება სამმხრივი ტრანზიტის შესახებ ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის“.

ირანელმა მინისტრმა დასძინა, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლები დაეთანხმნენ ხსენებული დოკუმენტებით განსაზღვრულ მუხლებს და ახლა აუცილებელია თეირანში სამმხრივი შეთანხმების გაფორმება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები