
ცხინვალმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა
13/05/2022 17:51:43 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი დაინიშნა.
"პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაში თარიღად მიმდინარე წლის 17 ივლისია განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ 8 მაისს გამართულ მეორე ტურში ბიბილოვმა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციონერ კანდიდატ ალან გაგლოევთან წააგო, რომელიც წარსულში "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის" მომხრედ ითვლებოდა. თუმცა რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგიდან მაინც არ მოხსნილა.
როგორც ბიბილოვის ბრძანებულებაშია განმარტებული, რეფერენდუმი ჩატარდება "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის ისტორიულ სწრაფვასთან დაკავშირებით, რუსეთს შეუერთდეს".