
პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც უკრაინაში ასამართლებენ, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს
13/05/2022 18:49:45 ევროპა
პირველი რუსი სამხედრო, რომლის გასამართლების პროცესიც უკრაინაში დაიწყო, დანაშაულს აღიარებს. პირველი სასამართლო პროცესი კიევში 13 მაისს გაიმართა.
როგორც საქმის პროკურორმა იაროსლავ უშჩაპივსკიმ განაცხადა, შიშიმარინმა აღიარა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
პროკურორის ცნობით, დაკავებულის ბრალეულობა დასტურდება არა მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით, არამედ სხვა მტკიცებულებებითაც – ექსპერტიზებითა და მოწმეების ჩვენებით. კერძოდ, გამოძიებამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი.
ვადიმ შიშიმარინს უიარაღო მოქალაქის მკვლელობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, მან 28 თებერვალს, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის ოლქის სოფელ ჩუპახივკაში ადგილობრივი მამაკაცი მოკლა, რომელიც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. მსახურობდა მოსკოვის ოლქის მე-4 პანცერ კანტემიროვის სამმართველოში, იყო სატანკო დივიზიის მეთაური.
კიევის სოლომიანსკის რაიონულ სასამართლოში შემდეგი პროცესი 18 მაისს გაიმართება.