Accentnews.ge
ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში გერმანიის სპეცსამსახური ერთვება

ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში გერმანიის სპეცსამსახური ერთვება

25/09/2019 05:02:17 სხვა, სამართალი

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში ფედერალური სპეცსამსახურები ჩაერთვნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების დირექტორმა ოლგერ მიუნხმა განმარტა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება ფედერალურ უწყებას ოფიციალურად ჯერ არ გადაეცა. თუმცა, მისივე თქმით, ფედერალურმა სპეცსამსახურმა საკუთარ თავზე აიღო გამოძების საერთაშორისო მხარე. კეძოდ, მათ ჩაიბარეს პოლიციელთა კითხვები სხვა ქვეყნებთან და ბერლინელ კოლეგებს ტექნიკურ დახმარებასაც უწევენ.

„ჩვენ მთელ მსოფლიში გავაგზავნეთ კითხვები, რათა მომხდარი დანაშაულის სხვადასხვა ვერსია განვიხილოთ. ჩვენი მიზანია, გავიგოთ, არსებობს თუ არა ფაქტები, რომელიც ამა თუ იმ ჰიპოთეზას ამტკიცებს“, – განაცხადა მიუნხმა „დოიჩე ველესთან“ საუბრისას.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ერთ-ერთ ვერსიით, მკვლელობა შეკვეთილი იყო და დანაშაულთან დაკავშირებული არიან რუსეთის სპეცსამსახურები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S