
"მთავარ არხს" ახალი მეწილე ჰყავს
25/09/2019 05:18:49 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა გახდა. ამის შესახებ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე გიორგი რურუა. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას - 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში!“, წერს გვარამია.