ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩადის

16-05-2022 10:14:24 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 16 მაისს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის აღმასრულებელი (ОДКБ) საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი მოსკოვში 16 მაისს ემთხვევა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმოწერის 30-ე წლისთავს და ორგანიზაციის შექმნის 20-ე წლისთავს.

საიუბილეო თემატიკის გარდა, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერები არსებული საერთაშორისო ვითარების აქტუალურ საკითხებზე, საერთოს გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების ღონისძიებების განხილვას აპირებენ.

რუსეთის გარდა, დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები