Accentnews.ge
"ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია"

"ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია"

16/05/2022 07:41:20 პოლიტიკა, სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს რომ "მთავარი არხის" გენდირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა "ტელეკომპანიის დასახურად მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი იყო".

მისი თქმით, "ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია".

„იგი [ივანიშვილი] მჭიდრო კავშირშია რუს ოლიგარქებთან, მთელი მისი ქონება რუსეთში არის ნაშოვნი. იგი, ფაქტობრივად, რუსეთის რეჟიმს ემსახურება და თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირ, მიზანმიმართულად ტელეკომპანია „მთავარის“ დასახურად გადადგმული ნაბიჯი. შემდეგ რიგში სხვები იქნებიან, რადგან ამ ხელისუფლების კრიმინალურ და ფინანსურ დანაშაულებს მხოლოდ თავისუფალი მედია ავლენს. ეს არავის შერჩება. რაც შეეხება განაჩენის გასაჩივრების პერსპექტივას, სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S