Accentnews.ge
აფხაზეთს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან მიერთება სურს

აფხაზეთს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან მიერთება სურს

16/05/2022 08:20:15 კონფლიქტები

აფხაზეთს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან მიერთების სურვილი აქვს. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრა ინალ არძინბამ კლიმატის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

«მსურს, გაცნობოთ, რომ ჩვენი სამინისტრო იწყებს მუშაობას გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან აფხაზეთის მისაერთებლად. უკვე ვაწარმოებთ კონსულტაციებს დეპუტატებთან, ექსპერტებსა და პროფილურ სახელმწიფო უწყებებთან საერთაშორისო შეთანხმებებთან მისაერთებლად" - განაცხადა არძინბამ.

პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს მიიღეს. მას მსოფლიოს 197 ქვეყანა უერთდება.

მანამდე აფხაზეთმა გაერო-ს მისთვის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭება სთხოვა. ოფიციალურმა თბილისმა მაშინ განაცხადა, რომ ეს "საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯია, რომელსაც რეალური განხორციელება არ აქვს».

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოსთან 5-დღიანი ომის შემდეგ აღიარა. იმ დროიდან გასული წლების განმავლობაში მოსკოვს ამაში მხოლოდ მისმა სატელიტებმა - ვენესუელამ, ნიკარაგუამ და სირიამ, ასევე ნაურუმ მიბაძეს. ყველა დანარჩენი სახელმწიფო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S