
ტყიბულში პროტესტი განახლდა: მშობლებმა სკოლაში შვილები არ წაიყვანეს
25/09/2019 06:29:43 სხვა, რეგიონები, ეკონომიკა, საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეებმა „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქცია განაახლეს. ისინი მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.აქციას შეუერთდნენ ტყიბულელები, ასევე მშობლები, რომლებმაც შვილები პროტესტის ნიშნად სკოლაში დღეს არ წაიყვანეს.
მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.
ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.