საქართველოს სპეცოპერაციების ძალებმა ნატო–ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად სამხედრო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

16-05-2022 13:35:06 პოლიტიკა ,თავდაცვა

საქართველოს სპეცოპერაციების ძალებმა ნატო–ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად სამხედრო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვეელოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

"საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა მონაწილეობა მიიღეს სამხედრო სწავლებაში „ტროას ნაკვალევი", სადაც აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები აქტიურ წვრთნებს გადიან ნატო–ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

„სპეციალური ოპერაციის ძალები კვლავაც საერთაშორისო თავდაცვის საყრდენია, სპეცოპერაციებისა და კონვენციურ ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციას კი ძალთა გამრავლების ეფექტი აქვს." - განაცხადა გენერალ-მაიორმა დეივიდ თეიბერმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაურმა.

ევროპაში ეს ერთობლივი, კომბინირებული სწავლება გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცებას", – აცხადებენ დიპლომატიურ უწყებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები