Accentnews.ge
საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დანიშნული სხდომა სააკაშვილის მოთხოვნით გადაიდო

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დანიშნული სხდომა სააკაშვილის მოთხოვნით გადაიდო

16/05/2022 11:51:54 სამართალი

16 მაისს დაგეგმილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელზეც ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, 25 მაისისთვის გადაიდო.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წერილით მიმართა, რომლის თანახმადაც, მან უარი განაცხადა მისი დასწრების გარეშე სხდომის ჩატარებაზე. მოსამართლის განმარტებით, ეს მისი უფლებაა და სხდომა გადადო.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S