ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

16-05-2022 17:19:26 რეგიონები ,რეკლამა

ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე (ორ ცვლაში).

შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები. მოეწყობა ღია მოედანი.პროექტის ჯამური ღირებულება 7 418 283 ლარია.სამუშაოები ტენდერის პროცედურის დასრულებისთანავე დაიწყება და 30 თვეში უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები