ლიეტუვის ელჩი: "შეშფოთებული ვარ გვარამიას დაპატიმრების გამო"
16/05/2022 14:33:20 პოლიტიკა
ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის გამო შეშფოთებულია.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რამაც შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში. ლიეტუვას არ სურს, ასე მოხდეს“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში


