Accentnews.ge
ადვოკატმა გვარამია მოინახულა: "მას კარგად აქვს გააზრებული, როგორ ექცევიან კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს იმ ქვეყნებში, საითაც მიგვაქანებს ივანიშვილი"

ადვოკატმა გვარამია მოინახულა: "მას კარგად აქვს გააზრებული, როგორ ექცევიან კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს იმ ქვეყნებში, საითაც მიგვაქანებს ივანიშვილი"

16/05/2022 14:16:59 სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილება "მთავარი არხის"დირექტორისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა.

"ეს არ ყოფილა მოულოდნელი მისთვის და ეს ვიცოდი იქამდე, ვიდრე განაჩენი გამოცხადდებოდა, ნიკა ელოდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერდა. მას კარგად აქვს გააზრებული როგორ ექცევიან კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს იმ ქვეყნებში, საითაც მიგვაქანებს სამწუხაროდ ივანიშვილი, ვგულისხმობ რუსეთსა და ბელარუსს", – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო თემებზე ისაუბრეს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში თუმცა არც მეორე ინსტანციის მხრიდან აქვს განსაკუთრებული მოლოდინები ნიკა გვარამიას:

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიების შენარჩუნება და არ უნდა გამოუვიდეს განსხვავებული აზრის ჩახშობა და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ არ გამოვა ტელეკომპანია მთავარის შემთხვევაში. ნიკაც ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და მეც მიმაჩნია, რომ ის გუნდი, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ ბევრად უფრო მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და პროდუქტიული იქნება პროპუტინური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში".

რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ადვოკატის თქმით, გვარამიას პოზიცია უცვლელია:

"არც დასამატებელი არ გვაქვს არაფერი. ნიკა გვარამიამ ძალიან ცალსახად თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა სთხოვოთ არავინ არაფერი, ამაში იგულისხმება ცხადია, შეწყალება".

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S