Accentnews.ge
ინალ არძინბა: “თბილისის პაციფისტური რიტორიკა ეჭვებს იწვევს”

ინალ არძინბა: “თბილისის პაციფისტური რიტორიკა ეჭვებს იწვევს”

16/05/2022 15:50:26 კონფლიქტები

თბილისის პაციფისტური რიტორიკა ეჭვებს იწვევს, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კრემლის კადრი ინალ არძინბა.

ასე გამოეხმაურა იგი “აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო” სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “არავითარი მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება”.

«განცხადება ერთია, რეალური ქმედებები – სულ სხვა რამ», – დასძინა არძინბამ.

დე ფაქტო მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ამჟამინდელ პაუზასაც გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქით, “დასავლური სახელმწიფოების ინიციატივით” წარმოიშვა. “აფხაზური მხარე მზადაა, განაახლოს მუშაობა ამ ფორმატში, რადგან ეს ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, სადაც აფხაზეთს წარმომადგენლობა გააჩნია” – აღნიშნა არძინბამ.

მისივე თქმით, “საქართველოსთან ურთიერთობა უბრალოდ არ არსებობს, რადგან საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც სამხედრო აგრესია ჩაიდინა».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S