
ტყიბულელ მაღაროელებს ჭიათურლებიც შეუერთდნენ
25/09/2019 07:57:16 სხვა, რეგიონები, საზოგადოება
ტყიბულში მაღაროელთა პროტესტი კვლავ გრძელდება. მათი ნაწილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ მათ ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ.
ჭიათურელი მაღაროელების განცხადებით, ისინი ტყიბულელ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.
ამ დროისთვის ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში 40–მდე მარაროელი რჩება. ისინი მაღაროდან ამოსვლაზე ხელფასების დარიცხვამდე უარს აცხადებენ.
გუშინ მაღაროელებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით,მაღაროელებს შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, თუ როდის დაირიცხება ხელფასები.