Accentnews.ge
"გავაკეთებთ ყველაფერს, რომ "მთავარმა არხმა" არ შეწყვიტოს მაუწყებლობა"

"გავაკეთებთ ყველაფერს, რომ "მთავარმა არხმა" არ შეწყვიტოს მაუწყებლობა"

16/05/2022 19:08:44 პოლიტიკა

ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ "ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა არ შეწყვიტოს".

"თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს აქ ესწრებოდა შეხვედრას, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულისჩამდგმელი, მთავარი დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს",-თქვა ნიკა მელიამ.

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S