Accentnews.ge
"ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა"

"ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა"

17/05/2022 06:21:10 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება და აცხადებს რომ, იგი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს.

„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების - მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის", - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S