Accentnews.ge
კრამერი- გვარამიაზე: "ხელისუფლება სასამართლო სისტემას ოპონენტების დევნისთვის იყენებს"

კრამერი- გვარამიაზე: "ხელისუფლება სასამართლო სისტემას ოპონენტების დევნისთვის იყენებს"

17/05/2022 06:28:28 პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხელისუფლება სასამართლო სისტემას ოპონენტების დევნისთვის იყენებს".

"ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ "რუსთავი 2"-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი იგი ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერმინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა. [...] ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია", – განაცხადა კრამერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S