Accentnews.ge
„მორიგი დაპირისპირება 51–ე სკოლაში, გამოყენებულია ცივი იარაღი“

„მორიგი დაპირისპირება 51–ე სკოლაში, გამოყენებულია ცივი იარაღი“

20/05/2019 11:09:22 სხვა, სამართალი

თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, – იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მისივე ცნობით, ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მოზარდების ჩხუბში, რომელიც 51-ე სკოლასთან მოხდა, დაჭრის ფაქტი არ დასტურდება. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. შსს ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების განსაჯაროებისგან თავს იკავებს. 

ცნობისთვის: ამავე სკოლაში წელიწადნახევრის წინ მოზარდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S