"დასავლეთის მოთმინება საქართველოს დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე შესაძლოა, ამოიწუროს"
17/05/2022 06:57:59 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და მომხდარს "აბსურდულს" უწოდებს.
"ეს აბსურდული სამართალია. დასავლეთის მოთმინება საქართველოს დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე შესაძლოა, ამოიწუროს", – წერს კორტნი სოცილაურ ქსელში.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.


