Accentnews.ge
"საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა"

"საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა"

17/05/2022 08:13:17 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა".

კობახიძე მოუწოდებს ყველას, დასაბუთების გარეშე კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

"ფაქტი არის ერთი, რომ 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ლობისტებიც. ასევე, საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია. შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ აშშ–ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი".

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S