ბათუმში, ქუჩაში ქალი დაჭრეს

17-05-2022 12:23:16 სამართალი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქალი დაჭრეს. იგი ჰოსპიტალიზებულია.

თვითმხილველები "აჭარის ტელევიზიასთან" ამბობენ, რომ ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსულს კი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დახვდა და დანით დაჭრა.

დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები