პოლონეთი: "ნიკა გვარამიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოვთქვამთ"
17/05/2022 10:26:41 პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარით შეშფოთებულები არიან.
"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის ნიკა გვარამიას განაჩენის გამო. გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში", -აცხადებს საგარეო უწყება.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.


