Accentnews.ge
"ოცნება" მიზანმიმართულად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე"

"ოცნება" მიზანმიმართულად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე"

17/05/2022 10:30:49 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი უთხრას თბილისს კანდიდატის სტატუსზე"

"მიზანმიმართულად ხდება ანტიდასავლური კამპანიის წარმოება „ანტიქართული ოცნების" მხრიდან იმისთვის, რომ დასავლეთმა უარი უთხრას საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე. ნიკა გვარამიას დაკავება პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს მიზანმიმართულად დაამთხვიეს. ისინი ატყუებენ მოქალაქეებს, რომ ევროპელები არიან, მაგრამ ევროპა არ იღებს მათ, ამ შინაარსის გაყიდვას შეეცდებიან უახლოეს პერიოდში, არ გამოვრიცხავ ასევე, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან ძალიან კონკრეტული დავალებები მიიღეს მათმა ბატონ-პატრონებმა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. აქამდე ეს ორსახოვანი გზა შეიძლება ჭრიდა, მაგრამ დღეს ან ხარ უკრაინასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ან ხარ რუსეთთან, შუა გზა არ არსებობს. შესაბამისად, შუა გზა, რომელიც მათ ჰქონდათ, დამთავრდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S