ალეკო ელისაშვილი – ნიკა გვარამიაზე: "ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს"
17/05/2022 12:00:20 პოლიტიკა
პარტია "მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ნიკა გვარამიას დაჭერა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა".
"ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს. რასაც გვარამიას ედავებიან ყოველი მეორე ჩინოვნიკი იმას აკეთებს. ლამის ყველა ჩინოვნიკი თავის გემოზე, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო მანქანებს. მაგათ რატო არ იჭერენ?", – განაცხადა ელისაშვილმა.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.


