ერთი დოლარის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

17-05-2022 17:31:57 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9654 ლარი ეღირება, ევრო – 3.1181 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6961 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9769 ლარი ღირდა, ევრო – 3.1028 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.6467 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები