რუსეთის გენპროკურატურა „აზოვის“ პოლკის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადებას მოითხოვს

17-05-2022 19:34:31 ევროპა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა „აზოვის“ პოლკის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარების და რუსეთში მისი მოქმედების აკრძალვის თაობაზე.

რუსული მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს დახურულ რეჟიში განიხილავს.

„ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა უკრაინის სამხედრო ნაციონალისტური გაერთიანება „აზოვის“ ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი მოქმედების აკრძალვის შესახებ 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

მათ შორის "აზოველები" ამ დრომდე რჩებიან მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში, რომლის აღებასაც რუსები თვეზე მეტია, ვერ ახერხებს.

ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ ბლოკირებული მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ "ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ".

მისი თქმით, 20 ათასამდე რუსი დამპყრობლის ჯგუფის შეკავების და ზაპოროჟიეში არ გაშვების, დონეცკის რეგიონში შემდგომი გაშვების, მათ შორის კიევიდან ძალების გაყვანის ჩათვლით ბრძანება შესრულებულია და ამიტომ, "მათ ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადასარჩენად ისინი უკრაინას სჭირდება. ეს არის მთავარი".

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება".- განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები