Accentnews.ge
კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები... - რა საკითხები განიხილა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პრემიერთან

კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები... - რა საკითხები განიხილა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პრემიერთან

17/05/2022 16:11:40 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან "კარგი შეხვედრა გამართა".

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში.

საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის.

ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, – წერს „ტვიტერში“ რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ამავე თემაზე: პრემიერი:"ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი"

პრემიერი:"გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს"

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S