"ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს" – ჯოზეფ ბორელი

17-05-2022 20:44:47 ევროპა

ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რაც ბრძოლის ველზე დიდ განსხვავებას ქმნის.

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინას დაკარგოს სახსრები, რადგან დონბასისთვის ბრძოლა გადავიდა იმ მომენტში, როდესაც უკრაინელები ახორციელებენ კონტრშეტევებს და უკუაგდებენ რუსებს და აქვთ არაჩვეულებრივი წარმატება. ჩვენ უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა არის კრიტიკული ამ მომენტში, რადგან ომი მოვიდა გადამწყვეტ მომენტში, გარდამტეხ მომენტში“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები