ერევანში, საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

17-05-2022 22:30:03

ერევანში, საფრანგეთის მოედანზე, “წინააღმდეგობის მოძრაობის” ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.

დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა სომხეთის დედაქალაქში მრავალი ქუჩა გადაკეტეს. პოლიციამ 417 ადამიანი დააკავა, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვაჟი, ლევონ ქოჩარიანი.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ყოფილი გენერალური მდივნის, გენერალ-პოლკოვნიკ იური ხაჩატუროვის ვაჟი იგორ ხაჩატუროვიც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები იმართება. მათი მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები