რუსეთში იძულებით 1.3 მილიონი უკრაინელი გადაიყვანეს, მათ შორის 223 000 ბავშვია – ომბუდსმენი

17-05-2022 23:31:13 ევროპა

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 1.3 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს, მათ შორის 223 000 ბავშვია.

დენისოვამ საკითხი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან განიხილა.

"სრულმასშტაბიან სამხედრო შემოჭრამდე დიდი ხნით ადრე რუსეთის ფედერაცია ემზადებოდა უკრაინის მოქალაქეების თავის ტერიტორიაზე დეპორტაციისთვის. აგრესორი სახელმწიფოს ფედერალურ ოლქებში უკრაინელებისთვის დროებით განთავსების პუნქტების მოწყობის შესახებ დირექტივები გაიცა. მაქვს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება მისამართებით, პასუხისმგებელი პირების გვარებით, თითოეულ პუნქტში ადგილების რაოდენობით. დღეს ადგილების 33% ჯერ კიდევ არ არის შევსებული, ამიტომ ცხადია, არ აპირებენ გაჩერებას". – წერს დენისოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. საპასუხოდ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები