მაკრონი ზელენსკის დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა

18-05-2022 00:20:06

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს დღეებში დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა.

როგორც ელისეის სასახლე იუწყება, მაკრონმა დაადასუტრა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და მომდევნო დღეებსა და კვირებში კიდევ უფრო გაიზრდება, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ივნისში, ევროსაბჭოს სესიაზე განიხილება.

მისივე თქმით, ბლოკის განხილვა დაფუძნებული იქნება აზრზე, რომელსაც გამოთქვამა როგორც ევროკომისია, ასევე ვერსალის სამიტზე მყოფი ყველა სახელმწიფო, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია.

ზელენსკიმ და მაკრონმა "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან სამხედროების ევაკუაცია განიხილეს და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევაზე ისაუბრეს.

სასახლის ცნობით, ორ პრეზიდენტს შორის "ხანგრძლივი და არსებითი დიალოგი" 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები