NATO – სტოლტენბერგსა და ღარიბაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება

18-05-2022 15:53:41 პოლიტიკა

NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.

მანამდე, NATO–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში დღეს სტოლტენბერგსა და ღარიბაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. თუმცა ალიანსს მიზეზი არ დაუსახელებია.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის გაუქმების მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები