Accentnews.ge
Huawei-ის ქართული წარმომადგენლობა: "განგაშის საფუძველი არ არსებობს"

Huawei-ის ქართული წარმომადგენლობა: "განგაშის საფუძველი არ არსებობს"

20/05/2019 11:36:36 ეკონომიკა

"გვინდა გაცნობოთ, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ" - ამის შესახებ ჩინური კომპანიის ქართული წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  

"HUAWEI-მ მნიშვნელოვანი წლვლილი შეიტანა Android სისტემის ზრდა-განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით. როგორც Android-ის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პარტნიორი, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მათ ღია პლატფორმასთან რათა შეგვექმნა უკეთესი სისტემა, როგორც მომხმარებლების ისე ინდუსტრიის სასარგებლოდ.

კომპანია HUAWEI გააგრძელებს სისტემის უსაფრთხოების განახლებებს და გაყიდვების შემდგომ სერვისებს ჰუავეის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც უკვე გაიყიდა ან/და წარმოადგენს გასაყიდ მარაგს.

ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მშენებლობას, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურება.

რაც შეეხება Google-ის სერვისებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ანდროიდის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც თან ერთვის პოსტს" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ „გუგლმა“ (Google) კომპანია „ჰუავეის“ (HUAWEI) ანდროიდის სისტემის გამოყენება შეუზღუდა. რეგულაციის თანახმად, „ჰუავეის“ ახალ სმარტფონები „გუგლის“ პოპულარულ აპლიკაციებზე წვდომასაც დაკარგავენ.

„ჰუავეი“ ვეღარ ისარგებლებს „გუგლის“ უსაფრთხოების განახლებებითა და ტექნიკური მხარდაჭერით, ნებისმიერ ახალ მოწყობილობას აღარ ექნება ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა „იუთუბი“ და რუკები.

„ჰუავეის“ არსებული სმარტფონების მომხმარებლებს აპლიკაციების, ასევე „გუგლ ფლეის“ სერვისების განახლება შეეძლებათ, მაგრამ „გუგლის“ მიერ ახალი „ანდროიდის“ ახალი ვერსიის გავრცელების შემთხვევაში, „ჰუავეი“ საკუთარი ტელეფონებისთვის განახლებას ვერ შეძლებს. შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰუავეი“ იმ კომპანიების სიაში დაამატა, რომელთანაც ამერიკულ კომპანიებს ვაჭრობა არ შეუძლიათ, ვიდრე მათ ლიცენზია არ ექნებათ.

„გუგლის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები „შეესაბამება ბრძანებას და კომპანია განიხილავს შედეგებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S