Accentnews.ge
მედია – აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ

მედია – აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ

20/05/2022 12:04:06 თავდაცვა

აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ, თუ მინსკი თავის ტერიტორიის გავლით უკრაინის ხორბლის ევროკავშირში გადატვირთვის ნებართვას გასცემს, – იუწყება The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, საუბარია ბელარუსულ ფირმებზე, რომლებიც კალიუმის სასუქს აწარმოებენ.

"ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ბელარუსული ფირმებისთვის სანქციების გაუქმება შესაძლოა, ნახევარი წლით. ამის სანაცვლოდ, ბელარუსის რკინიგზის გავლით უკრაინის ხორბალს გაიტანენ ლიეტუვის ნავსადგურ კლაიპედამდე.

აშშ-მა ბელარუსის კომპანიებს მათი წარმოებული სასუქის ექსპორტზე დაუწესა შეზღუდვა მიგრანტებს გარშემო კრიზისის და ოპოზიციის მიმართ დევნის გამო. თავის მხრივ, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტურეში ცდილობს შეთანხმებას უკრაინის ხორბლის გასატანად საზღვაო დერეფნის შექმნის შესახებ და ამ მიზნით იგი შეხვდა რუსეთის, თურქეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. ეს ვარიანტიც ბელარუსის და რუსეთის სასუქის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს", – წერს The Wall Street Journal.

უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ აღარ შეუძლია ხორბლის გატანა, რადგან რუსეთს დაბლოკილი აქვს შავი ზღვის ნავსადგურები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S