Accentnews.ge
პროკურატურამ 2021 წელს "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სისხლის სამართლებრივი დევნა 96 პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურამ 2021 წელს "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სისხლის სამართლებრივი დევნა 96 პირის მიმართ დაიწყო

23/05/2022 09:51:16 სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა - 96 პირის მიმართ დაიწყო. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კი, გასულ წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 141 ნარკორეალიზატორის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის ,,ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა.

პროკურატურის ცნობით, 2019 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231, 2232, 2233 და 2234-ე მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 42 პირის მიმართ, მათ შორის: "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე - 25 პირის მიმართ; "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე - 3 პირის მიმართ; ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე - 8 პირის მიმართ; "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე - 2 პირის მიმართ; „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე - 4 პირის მიმართ.

პროკურატურის ცნობით, 2020 წელს აღნიშნული მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 54 პირის მიმართ:

"ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე - 35 პირის მიმართ; "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე - 4 პირის მიმართ; ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე - 5 პირის მიმართ; "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე - 1 პირის მიმართ; „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე - 11 პირის მიმართ.

2021 წელს კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 96 პირის მიმართ:

"ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე - 57 პირის მიმართ; "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე - 2 პირის მიმართ; ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე - 3 პირის მიმართ; "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე - 29 პირის მიმართ; „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე - 10 პირის მიმართ.

2021 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი მათ შორის - "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე - 12 პირის მიმართ; "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე - 4 პირის მიმართ; ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე -2 პირის მიმართ; "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე -3 პირის მიმართ, ხოლო 3 პირის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის უმკაცრესი. აღნიშნული მუხლებით ბრალდებული ყველა პირის მიმართ პროკურორების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილ იქნა პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც საგამოძიებო უწყების წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკული დანაშულების ჩამდენი პირების მიმართ, მათ მიერ ჩადენილი დანაშულის მიხედვით განსხვავებულია. განსაკუთრებით მკაცრია სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ.

2021 წელი გამორჩეული იყო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 141 ნარკორეალიზატორის მიმართ, 2020 წელს კი სისხლისსამართლებრივი დევნა 71 ნარკორეალიზატორის მიმართ იყო დაწყებული.

„ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გათვალისწინებით აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა შემთხვევაში მოთხოვნილი და გამოყენებულია პატიმრობა, ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება იშვიათად, განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული, განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობით.

2021 წელს, წინა წლის მსგავსად, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების საქმეების გამოძიებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას და ფაქტიურად უკვე ამ კატეგორიის თითქმის ყველა დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ხდება აქტივების მოძიება და მათი მიდევნება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ რეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 4 პირის მიმართ, რა დროსაც მსჯავრდებულებს ჩამოერთვათ საცხოვრებელი ბინა და 5 ავტომანქანა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S