Accentnews.ge
გოგონას, რომელიც დაღესტანში პუტინის ომის წინააღმდეგ გამოვიდა, ბოდიში მოახდევინეს

გოგონას, რომელიც დაღესტანში პუტინის ომის წინააღმდეგ გამოვიდა, ბოდიში მოახდევინეს

23/05/2022 10:38:59 კავკასია

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც დაღესტნის სკოლის კურსდამთავრებული და მისი დედა ბოდიშს იხდიან უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. ჩანაწერები ტელეგრამის არხმა „Dagestanskiye Izvestia“ გამოაქვეყნა.

ერთ ვიდეოში კურსდამთავრებული ამბობს, რომ მას ზუხრა ალბეკოვა ჰქვია, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ "უბრალოდ ყურადღების მიპყრობა“ სურდა.

"ამ ბოლო დროს გამოცდებზე ვნერვიულობდი და ამ ყველაფრის ფონზე დედაჩემს ვეჩხუბე. ვაღიარებ ჩემს შეცდომას და ბოდიშს ვიხდი, რომ დღესასწაული ყველას გავუფუჭე", - ამბობს ზუხრა ალბეკოვა.

მეორე ვიდეოში ბოდიშს დედა იხდის. რაშიდა ალბეკოვა ამბობს, რომ ნანობს მისი ქალიშვილის მიერ ჩადენილი „ემოციური, დაუფიქრებელი საქციელის გამო“. ქალი ასევე ამტკიცებს, რომ ზუჰრა გამოცდების წინა დღეს ძლიერი სტრესის გამო გამოვიდა ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით.

"მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კურსს. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ამიტომ ვუჭერ მხარს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციას. გულწრფელად ვნანობ, რომ ჩემი ქალიშვილის აღზრდაში რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა" – ამბობს ქალი.

ბოლო ზარზე უკრაინის ომის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა დაღესტნის სკოლის კურსდამთავრებული. ჩანაწერში გოგონა, რომელიც სკოლის მოსწავლეების წინ დგას, მიკროფონში საუბრობს: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! ჯანდაბა პუტინს!". ამ განცხადებას აპლოდისმენტები მოჰყვა.

არსებობს ცნობები, რომ მეთერთმეტე კლასელს რუსული ჯარის „დისკრედიტაცია“ წაუყენეს ბრალად. ხოლო გოგონას მშობლებს შეუდგინეს ოქმი არასრულწლოვანთა აღზრდის მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა მედიამ გამოაქვეყნეს კუსანტის პირადი მონაცემები და ფოტო, რაც რუსული კანონმდებლობის დარღვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S