Accentnews.ge
ნიკა გვარამიას საქმეში ადვოკატთა ასოციაცია ჩაერთო

ნიკა გვარამიას საქმეში ადვოკატთა ასოციაცია ჩაერთო

23/05/2022 11:08:45 სამართალი

ადვოკატთა ასოციაცია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეში ჩაერთო. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დღეს მასთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მივიდა.

"ჩემი მიზანი სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვკითხო ბატონ ნიკას მისი სურვილები, მისი მოთხოვნები, როგორც ადვოკატის, შესაბამისად, ამ კონტექსტში განვიხილოთ, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის აქტუალური იქნება. როდესაც მედია შეზღუდვებსაა დაქვემდებარებული, ეს რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა თორნიკე ბაქრაძემ.

ცნობისთვის: 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. იგი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S