Accentnews.ge
ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23/05/2022 13:23:18 სამართალი

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს როინ მებონიას აღკვეთის ღინისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა.

როგორც ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოგს, მაგრამ მისი ფისიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია.

ცნობისთვის: 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S