
ზურაბიშვილი: "ვხედავთ ოკუპაციის საშინელ შედეგებს, თუმცა რეალობა ერთია – არ არსებობს საქართველო აფხაზეთის და აფხაზეთი საქართველოს გარეშე"
23/05/2022 14:52:34 კონფლიქტები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დღეს ეხმიანება და ამბობს, რომ ოკუპაციის საშინელ შედეგებს ვხედავთ, თუმცა რეალობა ერთია – არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე.
„დღეს აფხაზეთის დღეა. დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა. დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენ თვალწინ ქრება! თუმცა რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა. 2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით აღინიშნება.