
პუტინის ომში შოიგუს მოადგილის ოჯახის წევრის სიკვდილი დაადასტურეს
23/05/2022 16:52:52 კავკასია
ინგუშეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაადასტურა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ადამ ხამხოევის ძმისშვილის სიკვდილის შესახებ ცნობა.
„უკრაინაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული კაპიტანი ადამ ხამხოევი ინგუშეთში დაკრძალეს“,– იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.
მათივე ცნობი, სამხედროს ოჯახში სამძიმარზე რესპუბლიკის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
„დაკრძალვას დაესწრო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც გარდაცვლილი ოფიცრის ბიძაა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
ინგუშეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 21 მაისს, ღამით უკრაინაში საჰაერო-სადესანტო ჯგუფის მეთაური ხამხოევი გარდაიცვალა.