
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
24/05/2022 08:26:14 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილი გახდა, რომლის მიხედვით, იგი მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.
მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე პასუხი უნდა გაეცა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე სააკაშვილთან ექსპერტების შეშვების თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, „ნათლად ჩანს ხელისუფლების არაადამიანური სახე, როდესაც სასამართლოს ექსპერტების დაშვების შესაძლებლობას არ აძლევენ და უკვე 5 თვეა, არ სურთ გადაწყვეტილების მიღება.