
გორის ციხიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა
26/09/2019 13:15:17 სხვა, სამართალი, რეგიონები
გორის ციხიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.
17 წლის მოზარდი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ ჰოსპიტალიზებული. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.