
„მიშა გვყავს დასამარცხებელი ამჯერად ოპოზიციაში, იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა“
20/05/2019 12:14:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენელი თინა ხიდაშელი 19 მაისის არჩვენების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„თუკი დღემდე ვერ მიხვდით/მიხვდნენ/მივხვდით, ალბათ ასეც დარჩება, მაგრამ მაინც რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო, რომ ამოცანა ამოიხსნას: ჯამი ჭურჭელია.
1. მიშა ვერ ამარცხებს ოცნებას;
2. ვერც წარსული ერევა მომავალს;
3. ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში.
თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს ოცნების პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია;
თუკი ჩაებღაუჭება იმას რაც დღეს აქვს მუდამ მდევარის როლში დარჩება, მეორე იქნება ⚡️ცვლილება კი არ იქნება.
ამოცანის გასაღები ნაცმოძრაობაშია და არა ოცნებაში. ესენი სულ ასე იქნებიან, წაგებისთვის განწირული მეორე, რაც ბიძინას თავისთავად ტოვებს გამარჯვებულად.
მიშა მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში. როგორც კი ოდნავ გაიწია და მასთგან დაუკავშირებელი ადამიანი დადგა წინა პლანზე, მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე :(
ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა“, – წერს ხიდაშელი.