
თბილისში კაცი დაჭრეს
25/05/2022 06:34:06 სამართალი
თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცს ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.