Accentnews.ge
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა გადადგა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა გადადგა

25/05/2022 10:39:08 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა.

ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე ე.წ. მთავრობას კვლავ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს.

გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S