
ადვოკატი: "სააკაშვილმა გუშინ გონება დაკარგა"
25/05/2022 13:22:09 პოლიტიკა, სამართალი
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გონება დაკარგა.
მისი თქმით, სააკაშვილს დახმარება ექიმებმა აღმოუჩინეს.
"მასთან საუბრის შედეგად ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა. წარმოდგენაც არ გვინდა, თუ რა შედეგი შეიძლება, დამდგარიყო, თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნა ადვოკატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.