
თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში დღეს წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ
26/05/2022 05:30:22 თავდაცვა, საზოგადოება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. "საქართველო ევროპისკენ" - ასეთია წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულის კონცეფცია.
2-წლიანი პაუზის შემდეგ დღესასწაულზე დასწრებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი ტექნიკის ნახვის საშუალება მოსახლეობასაც ექნება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში ახალი სამხედრო ტექნიკის ერთეული იქნება წარმოდგენილი. თბილისის ცაზე SU-25-ები, MI-24-ები და "იროკეზები" გადაიფრენენ.
12:00 საათზე თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ.