
ფაშინიანმა მხარდამჭერებს სასამართლოების შენობების ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდა
20/05/2019 12:32:37 სხვა, მსოფლიო
მთავრობაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც სომხეთის სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას ეხებოდა, პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა მხარდამჭერებს სასამართლოების შენობების დილიდან დაწყებული ბლოკირება შეწყვიტონ.
„დღევანდელმა აქციამ თავის მიზანს მიაღწია: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულია და უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ყველანი მიყვარხართ, იყავით სულით მტკიცენი“, – ნათქვამია მხარდამჭერებისადმი ფაშინიანის მიმართვაში.
ცნობისთვის: დღეს დილით ფაშინიანმა გააკეთა განცხადება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ სადღეისოდ სომხეთში ხელისუფლების ორი ლეგიტიმური შტოა – საკანონმდებლო და აღმასრულებელი, მესამე კი – სასამართლო „ძველი კორუმპირებული სისტემის ზეგავლენის ქვეშ რჩება“.